ChatGPT-მა სამედიცინო და იურიდიული კონსულტაციების გაწევა შეწყვიტა

Reddit-ის მომხმარებლების ნაწილი ამტკიცებს, რომ OpenAI-ის ს ბოტმა, ChatGPT-მა პერსონალიზებული სამედიცინო და იურიდიული რჩევების გაცემა შეწყვიტა.
როგორც მომხმარებლები წერენ, პლატფორმა სამედიცინო სურათებსაც აღარ აანალიზებს, მათ შორის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიასა და რენტგენის გამოსახულებებს.
Business Insider-ის ინფორმაციით, OpenAl-მა მართლაც განაახლა გამოყენების პირობები, თუმცა ცვლილებები არ უკრძალავს ChatGPT-ს ჯანმრთელობისა და სამართლის ზოგად თემებზე ინფორმაციის მიწოდებას.
თავად კომპანიის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ChatGPT-ის კვლავ შეუძლია განმარტოს სამედიცინო ტერმინები, ახსნას ზოგადი სამართლებრივი პრინციპები და მიაწოდოს საერთო საგანმანათლებლო ინფორმაცია, თუმცა შეიზღუდა პერსონალიზებული რჩევები, რომლებიც ლიცენზირებულ სპეციალისტთა ჩართვას მოითხოვს.