ამერიკულმა წამყვანმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ OpenAI-მ მათი ხელოვნური ინტელექტის ეფექტურობის შესახებ კვლევა ჩაატარა. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 100 კომპანიის 9000-ზე მეტ თანამშრომელზე, რომელთაც ჰკითხეს, თუ რამდენად ეხმარებოდათ ChatGPT ყოველდღიურ საქმიანობაში.
დადგინდა, რომ კომპანიის ხელოვნური ინტელექტის მოდელი და სხვა მოწყობილობები სამუშაოს მნიშვნელოვნად ამარტივებს და დასაქმებულებს დღის განმავლობაში 1 საათს აზოგინებს.
როგორც OpenAI-ში აცხადებენ, ძირითადი მიმართულებები, რა კუთხითაც მათი პროდუქტი დასაქმებულებს საქმიანობას უმარტივებს, მომხმარებლებთან კომუნიკაცია, ფინანსური დაანგარიშება და მონაცემთა დამუშავებაა.
სემ ოლტმენის სტარტაპში ამტკიცებენ, რომ გამოკითხულთა 75%-ს ხელოვნური ინტელექტის მათმა ხელსაწყოებმა საქმის შესრულება 75%-ით გაუმარტივა და ეს ხარისხზე უარყოფითად არ ასახულა.
გარდა ამისა, გამოკითხულთა გარკვეულ ნაწილს აღუნიშნავს, რომ ChatGPT-ს დახმარებით ისეთი დავალებების შესრულება შეძლეს, რომლებიც აქამდე არასდროს გამოსდიოდათ.




