Challengers-ის ჩვენება საქართველოში მსოფლიო პრემიერიდან 34 დღის შემდეგ დაიწყება

ფილმის ჩვენება 26 აპრილს დაიწყო. მისი კინოჩვენებაში ჩაშვება საქართველოშიც უფრო ადრე, 30 მაისამდე იგეგმებოდა, თუმცა თარიღი შეიცვალა.
რამდენიმე კვირის წინ საპარლამენტო უმრავლესობამ – „ქართულმა ოცნებამ“ ლგბტ უფლებების შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილები დაარეგისტრირა პარლამენტში. მოქალაქეთა ნაწილმა კი ამის გამო გამოთქვა ეჭვი, რომ საპრემიერო ფილმების ჩამონათვალიდან ფილმი ცენზურის გამო მოიხსნა, რადგან შეეხებოდა ლგბტ თემატიკასაც.
„საქართველოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე და მათ შორის, ამ პერიოდში, კინოთეატრებში დასწრების დაბალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, სტუდიებთან კონსულტაციით, გადაიხედა საპრემიერო ბადე. პრემიერის თარიღის ცვლილება მიღებული პრაქტიკაა“, – უთხრეს რადიო თავისუფლებას Cavea Cinemas-ში, რომელიც თბილისში რამდენიმე კინოთეატრს აერთიანებს.
ფილმი სასიყვარულო სამკუთხედის ინტიმურ სცენებსაც შეიცავს. ფილმს მინიჭებული აქვს R კატეგორია, რაც ნიშნავს, რომ 17 წლამდე მოზარდი კინოჩვენებაზე მშობელთან ერთად დაიშვება.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორ ეხმაურება მამა ექვთიმე ზაალ ლატარიას განცხადებას, რომ ტა­ძარ­ში ქა­ლიშ­ვი­ლის დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს – “ქუთაისში, ვარდიგორის წმიდა სამების სავანეში შეუძლია დაასვენოს”

ხატია დეკანოიძე: ორი კვირაზე მეტი გავიდა შანიძის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან… საკმარისი მტკიცებულებები დაგროვდა იმისთვის, რომ პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უპასუხონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებს