CBS News – დონალდ ტრამპმა USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად მარკო რუბიო დანიშნა – მისი რამდენიმე მრჩეველი სააგენტოს სრულიად დახურვის იდეას არ დაეთანხმა

დონალდ ტრამპმა USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად მარკო რუბიო დანიშნა , – ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სახელმწიფო დეპარტამენტის შემადგენლობაში შევა და მისი ადმინისტრატორის მოვალეობას სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო შეასრულებს.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, USAID-ის პერსონალი მნიშვნელოვნად შემცირდება, თუმცა სააგენტო კვლავ ჰუმანიტარულ ორგანიზაციად დარჩება.

ცნობისთვის, ს ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა USAID-ს „კრიმინალური ორგანიზაცია“ უწოდა და აღნიშნა, რომ მის დახურვაზე მუშაობდა.

CBS News-ი წერს, რომ დონალდ ტრამპის რამდენიმე მრჩეველი სააგენტოს სრულიად დახურვის იდეას არ დაეთანხმა.