CBS: შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უკრაინის პრეზიდენტ ს შეხვდება.
ტელეკომპანია CBS News-ის ინფრმირებული წყაროების ცნობით, შეხვედრა მიუნხენში, უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართება. კონფერენცია 14 თებერვალს იწყება. ჯეი დი ვენსისა და ს მოსალოდნელ შეხვედრაზე გასულ კვირაში წერდა გამოცემა New York Post-იც.
ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებამდე ჯეი დი ვენსს არაერთხელ უთქვამს, რომ ეწინააღმდეგება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას.
რამდენიმე დღის წინ, სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა, მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოადგინოს ში ომის დასრულების გეგმა. ეს ინფორმაცია უარყო უკრაინის საკითხებში -ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კით კელოგმა.
7 თებერვალს -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრმპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მომავალ კვირაში, ვაშინგტონში შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
პრეზიდენტ ზელენსკის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ ტრამპთან მისი შეხვედრა ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებამდე გაიმართოს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – რა შუაშია რაჟდენ კუპრაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციასთან? მის ბრალეულობას ვერ ვხედავ – თუ ვიღაცამ დეკლარაცია არასწორად შეავსო, რაჟდენ კუპრაშვილს როგორ უნდა დაენახა?