CBS-მა ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი Ancient Vines მოამზადა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, -ის ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ტელემაუწყებელმა CBS-მა, ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი Ancient Vines (უძველესი ვაზი) მოამზადა. სიუჟეტი CBS-ის ეთერში, გადაცემა „60 წუთში“ 26 ნოემბერს გავიდა.
22-წუთიან სიუჟეტში საქართველოს ღვინის წარმოების 8 ათასწლიან ისტორიასა და მის აწმყოზეა საუბარი.
გადაღებები ალავერდის ეპარქიაში, ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე, მექვევრე ზაზა კბილაშვილთან და მეღვინეობაში „ხოხბის ცრემლები“ მიმდინარეობდა, სიუჟეტში ქართულ სამზარეულოზე შეფმზარეული თეკუნა გაჩეჩილაძე საუბრობს.
აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისთვის, სახელმწიფო აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს.
კამპანიის მასშტაბების გაზრდის მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სპეციალურად ამერიკული ტელეკომპანია CNN-ისთვის, ქართული ღვინის შესახებ ვიდეორგოლი მომზადდა, რომელიც დღეიდან, ერთი თვის განმავლობაში, იტრიალებს ტელეკომპანიის ეთერში.