CBS: ირანში სახმელეთო ძალების შესაძლო გაგზავნისთვის სერიოზულად ემზადება

ამერიკული ავიამზიდი USS Gerald R. Ford ხმელთაშუა ზღვაშისოციალური მედია / XCBS News-ს წყაროებმა განუცხადეს, რომ პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ირანში სახმელეთო ძალების გასაგზავნად დეტალური გეგმების მომზადება სერიოზულად დაიწყეს.
წყაროების თქმით, წამყვანმა სამხედრო მეთაურებმა კონკრეტული მოთხოვნები წარადგინეს, რომელთა მიზანიც მსგავსი შემთხვევისთვის მომზადებაა იმ ფონზე, როცა -ს პრეზიდენტი ირანის წინააღმდეგ ისრაელთან ერთად წამოწყებულ სამხედრო კამპანიაში მომდევნო ნაბიჯებს განიხილავს.
ორი წყაროს მიხედვით, აშშ-ს არმიამ შეხვედრებიც გამართა, რათა მოემზადონ პოტენციური სცენარისთვის, როცა შესაძლოა, ირანელი სამხედროებისა და გასამხედროებული პირების დაკავება მოუწიოთ იმ შემთხვევაში, თუკი ტრამპი ირანში სახმელეთო ძალების გაგზავნას გადაწყვეტს.
ცნობისთვის, აშშ ახლო აღმოსავლეთში 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ნაწილების გასაგზავნად ემზადება. ამერიკელი მაღალჩინოსნების ცნობით, ამჟამად რეგიონისკენ უკვე გაგზავნილია ათასობით საზღვაო ქვეითი, რომლებმაც სამ სამხედრო გემთან ერთად კალიფორნია მიმდინარე კვირის დასაწყისში დატოვეს.
ამავდროულად, CBS News-თან საუბრისას თეთრი სახლის მაღალჩინოსნმა განაცხადა, რომ აშშ-ს არმიას “ნებისმიერ დროს შეუძლია” ირანის ხარგის კუნძულის “განადგურება,” საიდანაც ირანის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90% ხდება.
20 მარტს გამოცემა Axios წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ხარგის კუნძლის დაკავებას ან ბლოკადაში მოქცევას განიხილავს.
Axios: ტრამპი განიხილავს ხარგის კუნძულის დაკავებას, რათა ირანს ჰორმუზის სრუტე გაახსნევინოს
ამ ფონზე აშშ-ს ომის მინისტრმა, პიტ ჰეგსეტმა 19 მარტს დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ პენტაგონმა ირანში ომის დაფინანსების მიზნით კონგრესს $200 მილიარდზე მეტი მოსთხოვა, რასთან დაკავშირებითაც ჰეგსეთმა განმარტა, რომ “ცუდი ხალხის დასახოცად ფულია საჭირო”.