ლუდსახარში Carlsberg რვაწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ გახდება UEFA-ს ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო ტურნირების გლობალური სპონსორი. ამის შესახებ საფეხბურთო ორგანიზაციის ვებგვერდზე წერია.
შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობას EURO 2028–ზე, Women’s EURO 2029–ზე, UEFA-ს მამაკაცთა და ქალთა ერთა ლიგის ფინალებზე, ასევე UEFA-ს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებზე მამაკაცებსა და ქალებში, UEFA-ს 21-წლამდელთა ჩემპიონატზე და ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე.
მხარეებს ხელშეკრულების ღირებულება არ გაუხმაურებიათ.
„Carlsberg–ი და UEFA პარტნიორები არიან ჯერ კიდევ UEFA–ს ევრო 1988 წლიდან და ჩვენ მოხარული ვართ ერთად დავიწყოთ ეს ახალი თავი“, – თქვა UEFA–ს პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩეფერინმა.
