ფრანგული საკონსულტაციო და ტექნოლოგიური კომპანია Capgemini, ადგილობრივ ხელოვნური ინტელექტის კომპანია Mistral-თან და გერმანულ საწარმოთა მართვის პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერ SAP-თან პარტნიორობით, რეგულირებადი ინდუსტრიებისთვის, გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შექმნაზე იმუშავებს.
პარტნიორობის ფარგლებში გამოყენებული იქნება Mistral–ის AI მოდელები და SAP–ის ტექნოლოგიური პლატფორმა ბიზნესისთვის (SAP Business Technology Platform), – ნათქვამია „Capgemini-ს განცხადებაში.
მათ საფუძველზე შეიქმნება ბიბლიოთეკა, რომელიც დაეხმარება ბიზნესებს ისწავლონ, თუ როგორ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი სისტემების, პროცესებისა და ოპერაციების ოპტიმიზაციისთვის.
