CAMPA მინის ბოთლების ხელახალი გამოყენების პროექტს იწყებს – როგორ მუშაობს Reuse სისტემა და რა უპირატესობები აქვს?

CAMPA მინის ბოთლების ხელახალი გამოყენების სისტემის დანერგვაზე მუშაობს. კომპანია საპილოტე პროექტის დაწყებას უახლოეს მომავალში გეგმავს.
CAMPA ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც „თბილისის ცირკულარული ლაბორატორიის“ პროექტის ფარგლებში შეფუთვების უკან დაბრუნებისა და ხელახალი გამოყენების სისტემის დანერგვისკენ ნაბიჯები უკვე გადადგა.
ცირკულარული ეკონომიკის განვითარების პროექტს, რომელიც გლობალური ინიციატივის ნაწილია, ორგანიზაცია CENN გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (GIZ) მხარდაჭერით ახორციელებს. სწორედ CENN-ისა და GIZ-ის მხარდაჭერით შეიძინა ნატურალური წვენების მწარმოებელმა კომპანიამ მაღალი წარმადობის ბოთლების სარეცხი აპარატი, რაც შეფუთვების ხელახალი გამოყენების და შესაბამისად, ნარჩენების შემცირების შესაძლებლობას იძლევა.
როგორ ნერგავს კომპანია Reuse ანუ შეფუთვების ხელახალი გამოყენების სისტემას, რა უპირატესობები აქვს მას და როგორია სამომავლო გეგმები, ამ საკითხებზე BM.GE-ის CAMPA-ს პროექტის მენეჯერი, ანა ჩხეტია ესაუბრა.