ჩინურმა ელექტრომობილების გიგანტმა BYD-ი ძვირადღირებული სპორტქარების წარმოებისთვის ემზადება.
BYD-ის პრემიუმ მანქანების ხაზმა Denza-მ წარადგინა მოდელი Z – შთამბეჭდავი ახალი სუპერქარი.
პროდუქტის პრეზენტაცია ჩინეთის უდიდეს ავტო შოუზე, Auto Shanghai-ის გახსნაზე, შედგა.
კომპანიას Denza-ს მოდელZ-ით აქვს პრეტენზია კონკურენცია გაუწიოს უმაღლესი კლასის დასავლურ ბრენდებს, როგორიცაა Porsche და Mercedes-Benz.
ჩინეთის ელექტრომობილების (EV) სექტორმა შოკში ჩააგდო დასავლელი კონკურენტები არა მხოლოდ ინოვაციების და ზრდის სისწრაფით, არამედ მისი ხარისხით და ღირებულებითაც. მათ შორის, ლიდერია BYD, რომელმაც გასულ წელს გლობალური გაყიდვებით Tesla-ს გაუსწრო.
ცნობისთვის, Denza-ს ბრენდი Mercedes-თან ერთობლივი საწარმოს სახით შეიქმნა, მაგრამ ამჟამად BYD-ს ეკუთვნის.
Denza-ს ფლაგმანი SUV N9, გაყიდვაში გასულ თვეს გამოვიდა და საწყისი ფასია 389,800 იუანი (53,453 დოლარი). ხოლო BYD-ის პოპულარული Song Plus SUV დაახლოებით 18,500 დოლარი ღირს.
BYD -ი Yangwang-ის ბრენდის ქვეშ ასევე ყიდის ძვირადღირებულ ელექტრო მანქანებს 1 მილიონი იუანის (137,000 დოლარი) სეგმენტში. აღნიშნული მოდელის მე-10 000-ე მანქანა ამ თვის დასაწყისში გაიყიდა. უახლესი მოდელის, U8L SUV-ის ფასი ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.
წყარო: cnn
