BYD თურქეთში ელექტრომობილების ქარხანას ააშენებს

ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელი BYD თურქეთში $1 მლრდ-ის ინვესტიციით ქარხანას ააშენებს, იუწყება Bloomberg.
სააგენტოს წყაროების ცნობით, თურქეთის პრეზიდენტი ამის შესახებ ორშაბათს მანისის პროვინციაში გამართულ ცერემონიაზე გამოაცხადებს, სადაც ქარხნის მშენებლობა იგეგმება.
თურქეთში ქარხნის გახსნა BYD-ს ევროკავშირის ბაზარზე წვდომას გაუადვილებს, რომელთანაც ქვეყანას საბაჟო შეთანხმება აქვს.
ევროკომისიამ ევროკავშირში ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე დამატებითი გადასახადები შემოიღო. BYD-ისთვის ეს გადასახადი არის 17,4%. ადრე ევროკავშირს ჩინეთიდან ელექტრომობილების იმპორტზე 10%-იანი გადასახადი უკვე ჰქონდა.
თურქული ბაზარი ასევე დაინტერესებულია BYD-ით. გასულ წელს ელექტროძრავიანი მანქანები თურქეთში ავტომობილების გაყიდვის 7,5%-ს შეადგენდა.
პარასკევს ცნობილი გახდა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ უარი თქვა ქვეყანაში ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე დამატებითი 40%-იანი გადასახადის შემოღებაზე, რაც ივნისში გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც თურქეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა მოილაპარაკეს.

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს