BTU Horizon Europe-ის ახალი პროექტის ასოცირებული პარტნიორია

BTU Horizon Europe-ის ახალი მასშტაბური პროექტის “INPACE – Indo-Pacific-European Hub for Digital Partnerships: Trusted Digital Technologies for Sustainable Well-Being” ასოცირებული პარტნიორია. ფრანგულ, ბელგიურ, გერმანულ, პორტუგალიურ, ჩეხურ, ბერძნულ და უკრაინულ უნივერსიტეტებთან, ინსტიტუციებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2024 წლის იანვრიდან ფართომასშტაბიანი Horizon Europe-ის პროექტის განხორციელებას იწყებს.
INPACE პროექტი მიზნად ისახავს, ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ციფრული ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებით რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას, ინსტიტუციების განვითარებას და ახალი, ინოვაციური ცოდნის შექმნას.
პროექტის განხორციელების ვადები: 1 იანვარი, 2024 – 30 ივნისი, 2027
Horizon Europe კვლევისა და ინოვაციების დარგში ევროკავშირის ძირითადი დაფინანსების პროგრამაა, რომლის ბიუჯეტი 95,5 მილიარდი ევროა. აღნიშნული თანხა, შვიდი წლის განმავლობაში (2021-2027) გრანტების სახით გაიცემა.
პროგრამა მხარს უჭერს ევროკავშირის პოლიტიკის შექმნასა და განხორცილებას კვლევებისა და ინოვაციების სფეროში, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ახალი ცოდნისა და ტექნოლოგიების შექმნისა და გავრცელების გზით.

ასევე დაგაინტერესებთ

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…

ირაკლი კობახიძე – დღეს ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს, მანამდე ბათუმამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და მგზავრობის დრო ახლა არის 4 საათამდე შემცირებული, რაც მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის