BTU AI – ბიზნესის, ტექნოლოგიების და ინოვაციების შესახებ მასალა OpenAI-ზე განთავსდა

მოცულობითი და უახლესი მასალა ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ, ისევე როგორც ინფორმაცია BTU-ს შესახებ, BTU AI-ზე არის ხელმისაწვდომი და მისი გამოყენება ნებისმიერ მომხმარებელს, საწყის ეტაპზე, ინგლისურ ენაზე შეუძლია. BTU AI ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინოვაციური პლატფორმაა, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში შექმნა უნიკალური ციფრული მულტიმედია მასალა კვლევების, სტატიების, პოდკასტების, AI ლექტორის, საგანმანათლებლო მასალებისა და სხვა სახით. ახლა BTU AI უკვე ხელმისაწვდომია საერთაშორისო მომხმარებლებისთვისაც OpenAI პლატფორმის საშუალებით.
აღსანიშნავია, რომ მასზე განთავსებული ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში გაიზრდება და განახლდება. უახლოეს დღეებში, OpenAI-ის GPT Builder, სახელწოდებით Store გაიხსნება, რაც მნიშვნელოვანი სიახლეა გლობალური ტექნოლოგიური სფეროსთვის, რადგან ის ხსნის საერთაშორისო წვდომას ვერიფიცირებული ანგარიშებისა და ორგანიზაციებისთვის, ინფორმაციისა და დიდი მონაცემების გასაზიარებლად. აღნიშნულ მეგამონაცემებს შორის, განთავსდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის BTU AI-ს მასალები და მასზე წვდომა GPT Store-ის ფასიანი ანგარიშების მომხმარებლისთვის იქნება შესაძლებელი.
BTU AI-ზე წვდომისთვის მიჰყევით შემდეგ ბმულს.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ