BTU-ში AI JAM კონკურსი გაიმართა – გამარჯვებულებს ფულადი პრიზები გადაეცათ

BTU-ს სტუდენტებისთვის Exadel Georgia-სადა Quantori Georgia-სთან პარტნიორობით კონკურსი AI JAM გაიმართა. ღონისძიების საპრიზო ფონდი 5000 ლარი გახლდათ.
კონკურის ფარგლებში, სტუდენტებმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, შექმნეს დავალების გადაჭრის მექანიზმები, რომელიც არა მხოლოდ ეფექტურად განსაზღვრავს და აანალიზებს კიბერ საფრთხეებს, არამედ უზრუნველყოფს პრაქტიკულ მიდგომებს საფრთხეების შესამცირებლად.
AI JAM-ში მონაწილეობა BTU-ს სტუდენტებისთვის ჯგუფურად ან ინდივიდუალურად იყო შესაძლებელი.
კონკურსის ფარგლებში ჟიურიმ 2 გამარჯვებული გამოავლინა. პირველ ადგილზე გასულმა GeoGuard-მა მიიღო ჯილდო 3 000 ლარის ოდენობით, მეორე ადგილზე გასულმა BitBane-მ კი – 2000 ლარი.
„კონკურსმა ნათლად გამოაჩინა მონაწილეების ძალიან საინტერესო იდეები და ფართო შესაძლებლობები ხელოვნური ინტელექტის და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, რაც ძალიან მახარებს. ყველა მონაწილეს მოგვეცა შესაძლებლობა, შეგვექმნა საინტერესო პლატფორმა ინოვაციური გადაწყვეტილებების წარმოსაჩენად, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელოვნური ინტელექტის როლს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში. კონკურსმა დამაკავშირა დარგის სპეციალისტებსა და პოტენციურ სამომავლო გუნდის წევრებთან. ამ გამარჯვებამ და ზოგადად კონკურსმა არა მხოლოდ დაამტკიცა თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების მნიშვნელობა, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მიმდინარე აკადემიურ საქმიანობაში, პერსპექტივების გაფართოებაში, ხელოვნური ინტელექტისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში“, – განაცხადა Geoguard-ის გუნდის წევრმა ლუკა ბაკლაგამ.
კონკურსის ჟიური:
ვლადიმერ სვანაძე – საჯარო მმართველობის დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი;
გიორგი მკერვალიშვილი – კიბერ უსაფრთხოების პროფესიონალი მრავალწლიანი გამოცდილებით. თავდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების სამმართველოს უფროსი;
ანა კოლხიდაშვილი – კვლევებისა და განვითარების ხელმძღვანელი – Impel;
რატი სხირტლაძე – მონაცემთა ანალიზის ლაბორატორიის დირექტორი;
მარიამ ჩახვაძე – მანქანური სწავლება, პროგრამული ინჟინერი – Quantori;
ანზორ გოზალიშვილი – მანქანური სწავლების ინჟინერი (NLP,DL,AWS,MLOps).
(R)

ასევე დაგაინტერესებთ