BTU-ში საერთაშორისო AI ჰაკათონი ქალებისთვის დასრულდა – გამოვლინდა ხუთი გამარჯვებული გუნდი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU), iamtheCODE Institute-თან პარტნიორობით, წარმატებით დასრულდა ქალებისა და გოგოებისთვის გამართული საერთაშორისო ჰაკათონი ს მიმართულებით. სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში ჟიურიმ 5 გამარჯვებული გუნდი გამოავლინა.
ჰაკათონი მიზნად ისახავდა ახალგაზრდა ქალების გაძლიერებას ტექნოლოგიების სფეროში და მათთვის ინოვაციური შესაძლებლობების შექმნას. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 100-მა ახალგაზრდა ქალმა, რომლებიც სამი დღის განმავლობაში რეალურ პრობლემებზე მუშაობდნენ და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევის გზებზე ფიქრობდნენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.
ჰაკათონის მხარდამჭერი: UN Women Georgia და მიკრობანკი “კრისტალი”.
გამარჯვებული გუნდებისთვის გათვალისწინებული საგრანტო და პროფესიული შესაძლებლობები მოიცავს:
· 12-კვირიან მენტორულ პროგრამას iamtheCODE გლობალური ქსელისგან;
· წვდომას პრემიუმ AI კურსებზე iamtheCODE-ის პლატფორმაზე;
· 1,000 ლარის ღირებულების საგრანტო ვაუჩერს იდეის შემდგომი განვითარებისათვის;
· გამარჯვებული პროექტების პრეზენტაციას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ნიუ-იორკში.
BTU-ს რექტორის, ნინო ენუქიძის განცხადებით, ჰაკათონის მიზანი არა მხოლოდ ტექნიკური კომპეტენციების განვითარება, არამედ გლობალურ ცვლილებებში ქალთა ჩართულობის გაძლიერებაა.
„BTU-ში წარმატებით დასრულდა 3-დღიანი ჰაკათონი, რომელიც iamtheCODE AI Institute-ის მხარდაჭერით გაიმართა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამარჯვებული გუნდები თავიანთ პროექტებს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წარადგენენ. ეს შესაძლებლობა საშუალებას მისცემს მონაწილეებს, ხმამაღლა ისაუბრონ AI-ს როლზე გლობალურ პრობლემებთან ბრძოლაში. მით უფრო, რომ წელს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების 10 წლის იუბილეა და სწორედ BTU იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ კონტექსტში ხელოვნური ინტელექტის როლს გაუზიარებს მსოფლიოს,“ – განაცხადა ნინო ენუქიძემ.
ჰაკათონი გლობალური ინიციატივის ნაწილია, რომლის მიზანია AI და STEAMED განათლებაზე ქალებისა და გოგოების წვდომის გაზრდა. ლედი მარიემ ჟამმემ – iamtheCODE დამფუძნებელმა აღნიშნა:
„ჰაკათონის თემატიკა: AI და გაეროს 17 გამოწვევა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ის გენდერული თანასწორობის ჭრილში განიხილება. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი უდიდეს საქმეს აკეთებს რეგიონში და ნამდვილად გვეამაყება ჩვენი პარტნიორობა BTU-სთან.“
ჰაკათონის მონაწილე გუნდების 10% ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული ქალები იყვნენ.
ჰაკათონის ფარგლებში მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ შემდეგი სპიკერები:
· ბატონი იშიძუკა ჰიდეკი, საქართველოში იაპონიის ელჩი;
· თამარ საბედაშვილი, UN Women Georgia Deputy Country Representative;
· გაბრიელა ლოუ, Representative of UNHCR;
· დიდიე თრებაქ, the UN Resident Coordinator;
· თრიშ ბარიჯი, VP Customer Success, Skillsoft.
გაგაცნობთ ჟიურის წევრებსა და მენტორებს.
ჟიურის წევრები:
· ბუშან სეტი – Partner, PwC US Consulting | Adjunct Professor, NYU Stern School of Business;
· ნათია ქუხილავა – Chief Technology Officer (CTO), Helio.AI;
· გიგი გიორგაძე – CEO and Co-Founder | AI Association of Georgia;
· მაია ქობალია – Head of Environmental and Social (E&S) Development at the
· Microbank Crystal;
· რატი სხირტლაძე – Founder and Director, Data Analysis Laboratory;
· თემურ ჩიჩუა – Tech Lead at Fundbox;
· ვიქტორ ჰარუო – Head of Ecosystem & Social Impact at DIO | Ph.D. Researcher;
· როზელინ შამბრიე – Founder & CEO, Onze Capital | Infrastructure Leader | Education Advocate;
· ოლივიე ულიე – Co-Founder & CEO, Inclusive Brains | Chief AI Scientist, Biotech Dental Group | Former President, Emotiv;
· ეშლი ტანი – Global Head of Sustainability & Social Impact, AWS | WEF Young Global Leader;
მენტორები:
· მართა მელია – Data Scientist | Data Analysts Team Leader;
· მონიკა რამოს ლი – COO & Co-Founder at Musa;
· გიორგი ბუკია – CPO & Co-Founder at Starlive and Sportflow;
· ლაშა შარიქაძე – CEO at Digital Settings | Startup Founder | Innovation Advocate;
· თაზო ლეჟავა – CEO & Co-Founder, Quissly | AI Strategist | Former Quant at BlackRock;
· ჯულია შავკაციშვილი – MLOps Engineer | Big Data & ML Infrastructure Specialist | Cloud & Scalable Systems Enthusiast;
· მარიამ ლეკვეიშვილი – Chief Operations Officer (COO) and innovations manager at Theneo;
· ერეკლე მოდებაძე – Founder, Botu | Head of Artificial Intelligence & Data, Supernova (Pulsar AI Georgia);
· ლუკა ბაკლაგა – Scientific Researcher | Co-Founder, MycoFounder & E-Flow, Winner of BTU AI hackathons and ideathons;
· აკაკი კურცხალია – Founder & CEO, LakLaka AI · AI Lecturer, Academy of Digital Industries;
· ლიზა ყურაშვილი – Data Scientist at Bank of Georgia | Economics Student at ISET | AI in Finance Enthusiast;
· კლაივ ნიაოვო – Business Intelligence Specialist | Team Leader | Community Supporter.
· თი განბოლდ – Co-Founder & CEO, FrontierOne| Sovereign AI Infrastructure | IMAGINE Young Innovator;
· შარლოტ კანდოლფი – Entrepreneur.