BTU-ს ყოველწლიური პრე-აქსელერაციის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

დამწყები და განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპებისთვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრმა ინტენსიური პრე-აქსელერაციის პროგრამა განახორციელა. პროგრამაში მონაწილე გუნდებიდან სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ გამარჯვებული სტარტაპები გამოავლინა.
გამარჯვებულებისთვის დაწესებული საპრიზო ფონდი 15 000 ლარს შეადგენდა.
10 000 ლარიანი ჯილდო BTU-ს სტუდენტებისგან შემდგარ გუნდს Speak-ს გადაეცა – AI ხელსაწყო მეტყველება და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის, რომელიც საკომუნიკაციო ბარიერს ჟესტური ენის გახმოვანებისა და ზეპირმეტყველების ეკრანზე ტექსტური სახით ასახვის გზით მოუხსნის.
მეორე ადგილი კი სტარტაპმა Virtual Story-მ დაიკავა, რომლის ციფრული და ინტერაქციული წიგნები გემიფიკაციის ელემენტების საშუალებით ახალგაზრდა მომხმარებლებისთვის შემეცნების პროცესს უფრო ეფექტურს და მიმზიდველს ხდის. მეორე ადგილზე გასულ გუნდს ჯილდოს სახით 5000 ლარი გადაეცათ.
პროგრამაში მონაწილე სტარტაპებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ ს განვითარებისთვის საჭირო საბაზისო ცოდნა და გამოცდილება სფეროს წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან. სტარტაპებს მენტორობას უწევდნენ წარმატებული ქართული სტარტაპების დამფუძნებლები. პროექტი 2024 წლის მარტში დაიწყო და 3 თვეს გრძელდებოდა. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა დაფარეს ისეთი თემები, როგორიცაა ბაზრის ანალიზი, ბაზარზე გასვლა/გაყიდვები და მარკეტინგი, ფიჩ-ტრენინგი, გლობალური ზრდისთვის მზადება, ფინანსების მოძიება და სხვა.
პრე-აქსელერაციის პროგრამა შემუშავებულია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტთან, MIT-სთან პარტნიორობით. ხოლო მთავარი პარტნიორი და სპონსორია “ს” პროგრამა “სტარტაპერი”. პროგრამის კიდევ ერთი სპონსორია კომპანია “Tether” (Tether Operations Limited).

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – „იმედმა“ „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო კლიპი გააჩერა, დაამტკიცეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ დაპირებები არ შეუსრულებიაო – უფასო ფული ვისაც გაქვთ გამოდით, უნდა დაგთვალოთ!