BTU-ს მასშტაბური პროექტი აბიტურიენტებისთვის სტარტს იღებს

საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მასშტაბურ, პროექტს აანონსებს. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი, სრულად დაფინანსებული მოდულები, მათემატიკის კონკურსი მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის, მსხვილი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით გამართული პროფესიული ორიენტაციის პროგრამები და საინფორმაციო შეხვედრები, ციფრული მარკეტინგის ტრენინგი აბიტურიენტებისთვის, ტრენინგები პირველი სტუდენტური ს შესაქმნელად, ინოვაციური იდეების კონკურსი – იდეათონი, სწრაფი ჭადრაკი აბიტურიენტებისთვის და სხვა.
პროექტში მონაწილეობის მსურველ აბიტურიენტთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე
მასშტაბურ პროექტში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციებიც ერთვებიან. კონკურსები აბიტურიენტებისთვის, Online საინფორმაციო შეხვედრები, კამპუსის საინფორმაციო ტურები და სხვა აქტივობები სრული დაფინანსებით გაიმართება და მასში მონაწილეობა წინასწარ რეგისტრირებულ ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერისტეტში, საბაკალავრო საფეხურზე 4 აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს:
· ბიზნესის ადმინისტრირება/მენეჯმენტი – 1950101
· ბიზნესის ადმინისტრირება/ფინანსები – 1950102
· ციფრული მარკეტინგი – 1950103
· საინფორმაციო ტექნოლოგიები – 1950104
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

საია – ვანო თარხნიშვილზე თავდასხმა არ წარმოადგენს იზოლირებულ ინციდენტს – ,,ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასჯისა და დაშინების საგანგაშო პრაქტიკას ადასტურებს