BTU-სა და „დიზაინ ინსტიტუტის“ პარტნიორობით Design Strategy and Thinking-ის ინტენსიური კურსი გაიმართა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ KA220-HED “Design Thinking as a Method of Soft Skills and Digital Skills Development in Higher Education to Increase Employability” პროექტის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტების, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო ინტენსიურ კურსში Design Strategy and Thinking. პროექტი „დიზაინის ინსტიტუტთან“ პარტნიორობით განხორციელდა და მონაწილეებისთვის ის სრულად დაფინანსებული გახლდათ.
„დიზაინის ინსტიტუტის“ დამფუძნებლის ნინჩო ეგაძის განმარტებით, BTU-სთან თანამშრომლობა საშუალებას აძლევს ერთობლივად მომავლის იდეებზე იმუშაონ.
„დიზაინის ინსტიტუტი“ 4 თვეა, რაც საქმიანობას შეუდგა და მისი მისია შემოქმედებითი ტექნიკების და დიზაინ სტრატეგიის სწავლება და სხვადასხვა სფეროში დანერგვაა. დღეს საგანმანათლებლო ინსტიტუციები მთელ მსოფლიოში აქტიურად იყენებენ დიზაინის სტრატეგიას და დიზაინ ფიქრს ახალი იდეების, პროტოტიპების და სასწავლო მოდელების შესაქმნელად. ასე დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთანაც. ჩვენი თანამშრომლობა უპირველესად ძალიან დიდი შესაძლებლობაა გამოცდილ და მასშტაბურ ინსტიტუციასთან კოლაბორაციისა და აკადემიურ სფეროში ძალების მოსინჯვის. ეს შესაძლებლობას გვაძლევს ორივე მხარეს, საერთო პროექტებზე, კვლევებზე, მომავლის იდეებზე ვიმუშაოთ. დიზაინ ფიქრი საშუალებას აძლევს სტუდენტებსა და ლექტორებს უფრო მეტი შესაძლებლობა დაინახონ იმ ცოდნის მიღმა, რაც უკვე აქვთ. მომავალში კვლავაც ვფიქრობთ თანამშრომლობას ურთიერთსასარგებლო მიზნების გარშემო,“ – აღნიშნა ნინჩო ეგაძემ.
როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე განმარტავს, მათთვის თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც სტუდენტებზე, ის აკადემიურ პერსონალზე ზრუნვა.
„ჩვენი სტუდენტების, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისგან შემდგარი გუნდისთვის დიზაინ ფიქრის ტექნიკების ასათვისებლად სალექციო კურსი ჩატარდა. ვფიქრობთ, რომ დღეს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების პარალელურად, დიზაინის სტრატეგია და დიზაინი ფიქრი არანაკლებად მნიშვნელოვანია. ჩვენ კი მაქსიმალურად ვზრუნავთ როგორც სტუდენტებზე, ისე აკადემიურ პერსონალზე და ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ, რომ თანამედროვე განათლების ტენდენციებს არ ჩამორჩნენ. სწორედ ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა შედგა „დიზაინის ინსტიტუტთან“ და ვფიქრობ, სამომავლოდაც არაერთ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ,“ – განაცხადა ნინო ენუქიძემ.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის 3 სალექციო კურსი ჩატარდა დიზაინ ფიქრის ტექნიკების ასათვისებლად. პროექტის ფარგლებში ლექტორები იყვნენ: მაშო მარგიშვილი და კილიან პულმანსი. მაშო მარგიშვილი ილუსტრატორი და დიზაინერია 10+ წლიანი გამოცდილებით. ის გახლავთ Masholand-ის დამფუძნებელი და SKillshare-ის ტოპ ლექტორი. კილიან პულმანსი კი ასევე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტია. ის გახლავთ Pinkhammers Studio-ს დამფუძნებელი. მისი პორტფოლიო აერთიანებს 500-ზე მეტ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას მსოფლიოს მასშტაბით. ეს გახლავთ როგორც სტარტაპები, ისე მსხვილი მოწინავე კომპანიები.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი მარგველაშვილი – ახლა მთავარია გამარჯვება და გადარჩენა იმ კატასტროფული გეგმიდან, რომელიც „ოცნებამ” საქართველოს ანექსირებისთვის შეიმუშავა – არ მაქვს ნათელი პოზიცია რა თანამდებობაზე მექნება პრეტენზია, დღეს ვარ მხოლოდ ბრძოლის ჟინზე