BRICS-ის სამიტის ბოლო დღეს პუტინი გაეროს ხელმძღვანელს შეხვდება

ყაზანში დაგეგმილი BRICS-ის სამიტის პარალელურად ს პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გეგმავს შეხვედრას გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიუ გუტერეშთან – იუწყება რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი 21 ოქტომბერს.
სამიტი 22-24 ოქტომბერსაა დაგეგმილი და მასში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის, ბრაზილიის, ინდოეთის, ჩინეთის, სამხრეთ აფრიკის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ლიდერები. რუსეთი ამ სამიტს განიხილავს შესაძლებლობად აჩვენოს, რომ დასავლეთის მცდელობამ, რუსეთი იზოლაციაში მოექცია ში მისი შეჭრის გამო, მარცხი განიცადა.
პუტინისა და გუტერეშის შეხვედრა 24 ოქტომბერსაა დანიშნული – იმ ფონზე, როცა არ იკვეთება ნიშნები ს ან მოსკოვის მხრიდან მზადყოფნისა ფართომასშტაბიანი სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის, ომის დასრულების მიზნით. გუტერეში ხშირად აკრიტიკებს რუსეთის მოქმედებებს და აცხადებს, რომ მოსკოვის მხრიდან უკრაინაში წარმოებული ომი მსოფლიოს “სახიფათო პრეცედენტს” უქმნის. გაეროს ხელმძღვანელი გამოდის “სამართლიანი მშვიდობის” დამყარების მოწოდებით – მშვიდობის, რომელიც დაეფუძნება საერთაშორისო სამართალს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – ადამიანმა არ უნდა იცოდეს, ვინ არის, ეს არის დამონების უახლესი იარაღი – 5 წუთის წინ კაცი ხარ და შეგიძლია თქვა: არა, მე უკვე ქალი ვარ, შენ უკვე არ იცი ვინ ხარ – მამაკაცების საპირფარეშოებში ჰიგიენურ ხელსახოცებს დებენ, ის, რომ მამაკაცის რძე იგივეა, რაც დედაკაცის