Brent 63,2 დოლართან ივაჭრება

ნავთობის ფასები პარასკევს დღისით, მინუსში რჩება. ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის ნავთობის თებერვლის ფიუჩერსები 0.06 დოლარით (0.09%) დაეცა და ბარელზე 63.2 დოლარი შეადგინა.
NYMEX ბირჟაზე WTI-ის იანვრის ფიუჩერსები 0.10 აშშ დოლარით (0.17%), ბარელზე 59.57 აშშ დოლარამდე დაეცა.
ხუთშაბათს Brent-ის ნავთობის ფასი 0.94%-ით, ხოლო WTI-ის – 1.2%-ით გაიზარდა.