Brent-ი ბარელზე 70.35 დოლარამდე გაძვირდა

ნავთობის ფასმა ოთხშაბათს შუადღისას ზომიერი ზრდა დაიწყო და ორკვირიან მაქსიმუმთან ახლოს ივაჭრება წითელ ზღვაში გემებზე ახალი თავდასხმებისა და -ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მიერ ფასების პროგნოზების ზრდის ფონზე.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის ნავთობის სექტემბრის ფიუჩერსები 0.2 აშშ დოლარით (0.29%-ით) გაიზარდა და ბარელზე 70.35 აშშ დოლარი შეადგინა. NYMEX ბირჟაზე WTI-ის აგვისტოს ფიუჩერსები 0.25 აშშ დოლარით (0.37%-ით) გაიზარდა და ბარელზე 68.58 აშშ დოლარი შეადგინა.
ვრცლად interfax–ზე