ორშაბათს, დღის განმავლობაში ნავთობის ფასმა ზრდა განაგრძო, Brent–ის მარკის ნავთობის ფასმა 6 აგვისტოს შემდეგ პირველად გადააჭარბა ბარელზე 68 დოლარს.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე ოქტომბრის Brent-ის ნავთობის ფიუჩერსების ფასი 0.39 დოლარით (0.58%-ით) გაიზარდა და ბარელზე 68.12 დოლარი შეადგინა, ხოლო NYMEX-ის ბირჟაზე WTI-ის ფიუჩერსებმა 0.43 აშშ დოლარით (0.68%-ით) მოიმატა და ბარელზე 64.09 აშშ დოლარზე დაფიქსირდა.
გასულ კვირას Brent-ის ნავთობის ფასი 2.9%-ით, ხოლო WTI-ის – 1.4%-ით გაიზარდა. აგვისტოს დასაწყისიდან პირველად დაფიქსირდა ყოველკვირეული ზრდა.
ვრცლად interfax – ზე
