Brent-ი ბარელზე 68,11 დოლარამდე გაძვირდა

ორშაბათს ნავთობის ფასი დღის განმავლობაში იმატებს, რითაც ანაზღაურდა სავაჭრო სესიის დასაწყისში მიყენებული ზარალი.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent–ის მარკის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი ბარელზე 68.11 დოლარია, რაც პარასკევს ვაჭრობის დახურვის მაჩვენებელზე 0.63 აშშ დოლარით (0.93%-ით) მეტია.
ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟის (NYMEX) ელექტრონულ ვაჭრობაზე WTI ნავთობის ოქტომბრის ფიუჩერსები 0.65 აშშ დოლარით (1.02%-ით) იზრდება და ბარელზე 64.66 აშშ დოლარს შეადგენს.
ვრცლად interfax – ზე