Brent-ი ბარელზე 67.55 დოლარამდე გაძვირდა

ნავთობის ფასები პარასკევს ვაჭრობაში თავდაჯერებულ ზრდაზე გადავიდა და კვირას დადებითად ასრულებს.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის ნოემბრის ფიუჩერსები 1.18 დოლარით (1.78%-ით) გაიზარდა და ბარელზე 67.55 დოლარი შეადგინა. NYMEX ბირჟაზე WTI-ის ოქტომბრის ფიუჩერსები 0.98 დოლარით (1.57%-ით) გაიზარდა და ბარელზე 63.35 დოლარი შეადგინა.
ვრცლად interfax – ზე