ნავთობის ფასები სამშაბათს დღის განმავლობაში კვლავ დაეცა, გლობალურ ბაზარზე საწვავის ჭარბი მიწოდების შესახებ შეშფოთების ფონზე.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent–ის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსები 0.45 აშშ დოლარით (0.66%) დაეცა და ბარელზე 67.52 აშშ დოლარი შეადგინა. ნოემბრის ფიუჩერსების ვადა სამშაბათს, ვაჭრობის დასრულებისას იწურება. უფრო აქტიურად ვაჭრობადი დეკემბრის კონტრაქტი 0.44 აშშ დოლარით (0.64%) დაეცა და ბარელზე 66.66 აშშ დოლარს მიაღწია.
ნოემბრის WTI-ის ფიუჩერსები NYMEX-ზე 0.44 აშშ დოლარით (0.69%-ით) დაეცა და ბარელზე 63.01 აშშ დოლარი შეადგინა.
