Brent–ი ბარელზე 65,5 დოლარამდე გაიაფდა

Brent–ი ბარელზე 65,5 დოლარამდე გაიაფდა
ნავთობის ფასები ორშაბათს დღისით შემცირებისკენ გადავიდა, გასული კვირის მკვეთრი ზრდის შემდეგ. ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent–ის ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსები 0.44 დოლარით (0.67%-ით) დაეცა და ბარელზე 65.5 დოლარი შეადგინა.
დეკემბრის WTI-ის ფიუჩერსები NYMEX-ზე 0.43 დოლარით (0.7%-ით) დაეცა და ბარელზე 61.07 დოლარი შეადგინა.
ვრცლად interfax – ზე