Brent-ი ბარელზე 64.65 დოლარამდე გაძვირდა

ნავთობის ფასმა ოთხშაბათს დღისით ზომიერი ზრდა დაიწყო, ზედიზედ სამი სესიის განმავლობაში კლების შემდეგ.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსები 0.25 დოლარით (0.39%) გაიზარდა და ბარელზე 64.65 დოლარი შეადგინა.
NYMEX ბირჟაზე WTI-ის დეკემბრის ფიუჩერსები 0.21 აშშ დოლარით (0.35%) გაიზარდა და ბარელზე 60.36 აშშ დოლარი შეადგინა.
ვრცლად interfax – ზე