Brent–ი ბარელზე 64.38 დოლარად ივაჭრება

Brent–ი ბარელზე 64.38 დოლარად ივაჭრება
ნავთობის ფასები ორშაბათს დღისით დასტაბილურდა ვაჭრობის დაწყებისას საკმაოდ სწრაფი ვარდნის შემდეგ.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის ნავთობის იანვრის ფიუჩერსები 1 ცენტით დაეცა და ბარელზე 64.38 დოლარი შეადგინა. NYMEX ბირჟაზე WTI-ის დეკემბრის ფიუჩერსები 2 ცენტით გაიზარდა და ბარელზე 60.11 დოლარი შეადგინა.