Brent–ის ფასი ბარელზე 60 დოლარზე დაბლა დაეცა პირველად 2025 წლის 5 მაისის შემდეგ. ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის ნავთობის თებერვლის ფიუჩერსები 0.65 დოლარით (1.07%-ით) დაეცა და ბარელზე 59.91 დოლარი შეადგინა. დღის განმავლობაში მინიმალური მაჩვენებელი ბარელზე 59.9 დოლარია.
WTI-ის იანვრის ფიუჩერსები NYMEX-ის ბირჟაზე 0.65 დოლარით (1.14%-ით) დაეცა და ბარელზე 56.17 დოლარი შეადგინა.




