Brent ბარელზე 64,45 დოლარამდე გაიაფდა
ნავთობის ფასები ხუთშაბათს დღისით კლებას განაგრძობს, რადგან ინვესტორები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის შეხვედრის შედეგებს აფასებენ.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე ბრენტის ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსები 0.47 აშშ დოლარით (0.72%-ით) დაეცა და ბარელზე 64.45 აშშ დოლარი შეადგინა.
დეკემბრის WTI-ის ფიუჩერსები NYMEX-ის ბირჟაზე 0.45 დოლარით (0.74%-ით), ბარელზე 60.03 დოლარამდე დაეცა.




