Brent ბარელზე 64.4 დოლარამდე გაძვირდა

ნავთობის ფასმა სამშაბათს დღის განმავლობაში უმნიშვნელოდ დაიწყო მატება.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის ნავთობის იანვრის ფიუჩერსები 0.34 დოლარით (0.53%) გაიზარდა და ბარელზე 64.4 დოლარი შეადგინა. NYMEX ბირჟაზე WTI-ის დეკემბრის ფიუჩერსები 0.29 აშშ დოლარით (0.48%) გაიზარდა და ბარელზე 60.42 აშშ დოლარი შეადგინა.
ვრცლად interfax – ზე