Brent ბარელზე 61.32 დოლარამდე გაძვირდა

ნავთობის ფასები სამშაბათს შუადღისას გაიზარდა მას შემდეგ, რაც მაისის დასაწყისიდან ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა, რაც გლობალურ ბაზარზე მიწოდების სიჭარბის შესახებ შეშფოთების ფონზე განხორციელდა.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent–ის ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსები 0.31 დოლარით (0.51%-ით) გაიზარდა და ბარელზე 61.32 დოლარი შეადგინა.
დეკემბრის WTI-ის ფიუჩერსები NYMEX-ზე 0.33 დოლარით (0.58%-ით) გაიზარდა და ბარელზე 57.35 აშშ დოლარი შეადგინა.