Brent-ი ბარელზე 69.23 დოლარამდე გაძვირდა

ნავთობის ფასების ზრდა ორშაბათს საღამოს დაჩქარდა. ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის ნავთობის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი 0.93 დოლარით (1.36%) გაიზარდა და ბარელზე 69.23 აშშ დოლარი შეადგინა. NYMEX ბირჟაზე WTI-ის აგვისტოს ფიუჩერსების ფასი 0.78 აშშ დოლარით (1.16%) გაიზარდა და ბარელზე 67.78 აშშ დოლარი შეადგინა.
როგორც შაბათ-კვირას გახდა ცნობილი, OPEC+-ის რვა ქვეყანამ, რომლებმაც 2023 წელს ნავთობის წარმოება დღეში 2.2 მილიონი ბარელით შეზღუდეს, აგვისტოში წარმოების კვოტების 548 ათასი ბარელით გაზრდა გადაწყვიტეს.
ვრცლად interfax–ზე

ასევე დაგაინტერესებთ

„ჩვენი სურვილი არის ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ მშვიდობის მთავარი გარანტი ქვეყნისთვის მაინც არის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“ – ირაკლი კობახიძე