Breaking: დავით ხოჭოლავამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

საქართველოს ნაკრებისა და დანიური “კოპენჰაგენის” აწ უკვე ყოფილმა მცველმა დავით ხოჭოლავამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა!
31 წლის მცველმა კარიერის ბოლო მატჩი 2023 წლის ოქტომბერში ჩაატარა. მას შემდეგ ხოჭოლავამ 2 ოპერაცია გაიკეთა და დღემდე რეაბილიტაციას გადიოდა.
დავით საკლუბო კარიერის მანძილზე რუსთავის “მეტალურგში”, თბილისის “დინამოში”, ს “კოლხეთში”, ქობულეთის “შუქურაში”, ოდესის “ჩერნომორეცში”, დონეცკის “შახტარსა” და “კოპენჰაგენში” უთამაშია. ხოჭოლავას ეროვნული გუნდის მაისურით 39 მატჩი აქვს ჩატარებული.