Breaking: დავით ხოჭოლავამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

საქართველოს ნაკრებისა და დანიური “კოპენჰაგენის” აწ უკვე ყოფილმა მცველმა დავით ხოჭოლავამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა!
31 წლის მცველმა კარიერის ბოლო მატჩი 2023 წლის ოქტომბერში ჩაატარა. მას შემდეგ ხოჭოლავამ 2 ოპერაცია გაიკეთა და დღემდე რეაბილიტაციას გადიოდა.
დავით საკლუბო კარიერის მანძილზე რუსთავის “მეტალურგში”, თბილისის “დინამოში”, ფოთის “კოლხეთში”, ქობულეთის “შუქურაში”, ოდესის “ჩერნომორეცში”, დონეცკის “შახტარსა” და “კოპენჰაგენში” უთამაშია. ხოჭოლავას ეროვნული გუნდის მაისურით 39 მატჩი აქვს ჩატარებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში