BP ნიდერლანდებში დამტენი და გასამართი სადგურების ქსელს გაყიდის

ბრიტანული BP ნიდერლანდებში არსებული ბენზინგასამართი სადგურებისა და დამტენი სადგურების ქსელს კომპანია Catom-ს მიჰყიდის, რომელიც საწვავისა და საპოხი მასალების გაყიდვასა და დისტრიბუციაზეა სპეციალიზებული.
BP-ის ვებსაიტის ცნობით, ნიდერლანდური Catom შეიძენს დაახლოებით 300 ავტოგასამართ სადგურს, 15 ელექტრომობილების დამტენ სადგურს, ასევე მათ მომსახურე ავტომობილების პარკს.