Booking-ი ესპანეთის ბაზრის მონოპოლიისთვის $448 მლნ-ით დაჯარიმდა

ესპანეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა სასტუმროების ჯავშნების ონლაინ პლატფორმა Booking.com-ი $448 მილიონით დააჯარიმა – მიზეზი ბაზარზე დომინანტური პოზიციაა, რომელიც კომპანიას 2019 წლიდან უჭირავს.
მარეგულირებელმა CNMC-იმ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ Booking Holdings-ის ესპანურ განაყოფს ორი 206.6 მილიონი ევროს ღირებულების ჯარიმა დაეკისრა, რადგან იგი ბოროტად იყენებს ბაზარზე თავის 70-90%-იან წილს, არასამართლიან პირობებში აყენებს სასტუმროებს და სხვა მსგავსი ტიპის პლატფორმებს კონკურენციას უზღუდავს.
ვრცლად bm.ge – ზე

ასევე დაგაინტერესებთ