Boing-მა 2024 წლის I კვარტალში კომერციული თვითმფრინავების მიწოდება მკვეთრად შეამცირა

Boing-მა 2024 წლის პირველ კვარტალში კომერციული თვითმდრინავების მიწოდება, 2021 წლის შუა პერიოდის შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულამდე, რადგან ხარისხის გაძლიერებული კონტროლის გამო მათი წარმოება შემცირებულია.
Boeing-მა განაცხადა, რომ იანვარ-მარტში კლიენტებს სულ 83 თვითმფრინავი მიაწოდა, მათ შორის 67 ერთეული 737 ტიპის თვითმფრინავი.
შედარებისთვის: ერთი წლით ადრე ბოინგის მიწოდებამ 130 თვითმფრინავი შეადგინა, ხოლო გასული წლის მეოთხე კვარტალში – 157 თვითმფრინავი. მარტში კომპანიამ მომხმარებელს მხოლოდ 29 თვითმფრინავი გაუგზავნა (64 თვითმფრინავი ერთი წლით ადრე).
იანვრის დასაწყისში Alaska Airlines-ის Boeing 737-9 MAX ავარიულად დაეშვა პორტლენდის აეროპორტში მას შემდეგ, რაც ჰაერში კარი დაკარგა დაახლოებით 5 კმ სიმაღლეზე. ამის შემდეგ, -ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) გასცა ბრძანება აშშ-ის საჰაერო სივრცეში Boeing 737-9 MAX თვითმფრინავების ფრენების დროებითი შეჩერებისა და ამერიკულ ავიახაზების მიერ მათი ექსპლუატაციის აკრძალვის შესახებ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ FAA-მ Boeing-ს 737 MAX თვითმფრინავის წარმოების გაფართოების ნება არ მისცა.
ბოლო 12 თვის განმავლობაში Boing-ის კაპიტალიზაცია 15,6%-ით შემცირდა.