Bonhams-ის აუქციონის სახლი აუქციონზე ერთი მფლობელის ვისკის უდიდეს კოლექციას გამოიტანს: ეგრეთ წოდებული Encyclopedic Whisky Collection–ი 300-ზე მეტ ლოტს მოიცავს, მათ შორის ბურბონის, სკოტჩის და იაპონური ვისკის იშვიათ ნიმუშებს.
აუქციონი ჰიბრიდული ფორმატით ჩატარდება: 30 ივნისამდე 250 ლოტი ონლაინ იქნება შეთავაზებული მინიმალური ფასის გარეშე, ხოლო კიდევ 52 ლოტი 26 ივნისს, ნიუ-იორკში, Bonhams-ის ახალ Skinner ოთახში გასამართ აუქციონზე გაიყიდება.
Bonhams-ის ცნობით, მფლობელი, რომლის ვინაობაც არ არის ცნობილი, კოლექციას 25 წელი აგროვებდა.
