Boeing 737-800-ის ფიუზელაჟის ნაწილი ფრენის დროს ჩამოვარდა

Associated Press-ის ინფორმაციით, ამერიკული ავიაკომპანია United Airlines-ის Boeing 737-800-ის ფიუზელაჟის ნაწილი ფრენის დროს ჩამოვარდა.
აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობით, დაშვება ინციდენტის გარეშე მოხდა და არავინ დაშავებულა.
ავიაკომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავის ბორტზე 139 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა და საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადდა, რადგან ფრენის დროს დაზიანების ნიშნები არ არსებობდა.
ლაინერი 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ასრულებდა თავის მოვალეობას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.