Boeing-მა 2024 წელს თვითმფრინავის მიწოდება მესამედით შეამცირა

ამერიკულმა თვითმფრინავების მწარმოებელმა Boeing Co-მ 2024 წელს დაახლოებით მესამედით შეამცირა მიწოდება – 348 კომერციულ თვითმფრინავამდე წინა წლის 528-თან შედარებით – ნათქვამია პრესრელიზში.
მიწოდების ძირითადი ნაწილი – 265 თვითმფრინავი – იყო 737 ტიპის. Boeing-მა მეოთხე კვარტალში მიაწოდა 57 თვითმფრინავი, მათ შორის 36 მოდელი 737. 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, ეს მაჩვენებლები იყო, შესაბამისად, 157 და 110 თვითმფრინავი.
მიწოდების შემცირება, სხვა საკითხებთან ერთად, განპირობებული იყო „მექანიკოსთა და აერონავტიკის მუშაკთა საერთაშორისო ასოციაციის“ (International Association of Machinists and Aerospace Workers, IAM) წევრების გაფიცვით, რომელიც თითქმის ორი თვე გაგრძელდა.