Boeing-მა გაფიცული მუშებისთვის ანაზღაურების შეთავაზება უკან გაიწვია

Boeing-მა უკან გაიწვია წინადადება „მექანიკოსთა და აერონავტიკის მუშაკთა საერთაშორისო ასოციაციის“ (International Association of Machinists and Aerospace Workers, IAM) გაფიცული წევრებისთვის ხელფასის გადახდის შესახებ – წერს Financial Times.
სექტემბრის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეებმა ახალი კოლექტიური ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები განუსაზღვრელი ვადით შეწყვიტეს.
„ჩვენი გუნდი მოლაპარაკებას კეთილსინდისიერად აწარმოებდა“, – ამის შესახებ ბოინგის სამოქალაქო ავიაციის სეგმენტის ხელმძღვანელმა სტეფანი პოპმა თანამშრომლებს გუშინ გამოქვეყნებულ წერილში განუცხადა.
მისი თქმით, მისი თქმით, IAM–ის მოთხოვნები ბევრად აღემატება იმას, რაც მისაღებია კომპანიისთვის კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით.
ბოლო წინადადება, რომელიც Boeing-მა 23 სექტემბერს წარადგინა, ითვალისწინებდა ხელფასების გაზრდას 4 წლის განმავლობაში 25%–ის ნაცვლად 30%–მდე. მისი მიღების შემთხვევაში, მემანქანეების შრომის ანაზღაურება წელიწადში 75 608 – დან 111 155 დოლარამდე გაიზრდებოდა.
interfax

ასევე დაგაინტერესებთ