Boeing-ის კოსმოსისა და თავდაცვის მიმართულების ხელმძღვანელი გადადგა

მასშტაბური გაფიცვების პარალელურად, Boeing-ის კოსმოსისა და თავდაცვის განყოფილების ხელმძღვანელი, ტედ კოლბეტი გადადგა – კომპანიის ინფორმაციით, კოლბერტი დაკავებულ თანამდებობას დაუყოვნებლივ ტოვებს.
ეს პირველი საშტატო ცვლილებაა კომპანიის ახალი CEO-ს, კელი ორტბერგის პირობებში, რომელმაც აღმასრულებელი დირექტორის პოსტი 2024 წლის აგვისტოში დაიკავა.
Boeing-ის განცხადებით, კოლბერტის ადგილს კომპანიაში დროებით ამავე განყოფილების საოპერაციო დირექტორი, სტივ პარკერი შეასრულებს, მოგვიანებით კი ახალ ხელმძღვანელს დაასახელებენ.
“ამ კრიტიკულ მომენტში, ჩვენი პრიორიტეტი მომხმარებელში ნდობის აღდგენა და ჩვენგან მოსალოდნელი მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილებაა, რათა მსოფლიოს გარშემო კრიტიკულად მნიშვნელოვანი მისიის ხელშეწყობის საშუალება მოგვეცეს”, – ნათქვამია კელი ორტბეგის წერილში, რომელიც Boeing-ის თანამშრომლებს გაეგზავნათ.
Boeing-ის კოსმოსური მიმართულება გარკვეული პერიოდია, შეფერხებით მუშაობს – განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც Starliner-ის მისია კოსმოსურ სადგურზე წარუმატებლად დასრულდა და NASA-მ Boeing-ის მიერ წარმოებული კაფსულა დედამიწაზე ასტრონავტების გარეშე დააბრუნა. Reuters-ის გამოთვლებით, 2016 წლიდან Starliner-ის გაუმჯობესება კომპანიას $1.6 მილიარდი დაუჯდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ Boeing-ი 33 ათასამდე თანამშრომლის გაფიცვის პარალელურად, ფინანსების დაზოგვაზეც მუშაობს. კომპანიისთვის წარუმატებელი პერიოდი მას შემდეგ დაიწყო, რაც წლის დასაწყისში Boeing 737 MAX 9 “ალასკას ავიახაზების” რეისის შესრულებისას მწყობრიდან გამოვიდა და ფრენის დროს კარი მოწყდა.
წყარო: bm.ge