Boeing-ის თვითმფრინავები, ბურბონი და ავტომობილები – ევროკავშირმა მოამზადა 84 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული საქონლის სია, რომლებზეც შესაძლოა ტარიფები დაწესდეს
ევროკავშირმა მოამზადა 84 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული საქონლის სია, რომელზედაც შესაძლოა ტარიფები დაწესდეს, მიზეზი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სავაჭრო პოლიტიკაა, იტყობინება Bloomberg.
როგორც გამოცემა წერს ეს ზომები შეიძლება გამოყენებულ იქნეს, თუ აშშ 1 აგვისტოდან დააწესებს გამოცხადებულ 30%-იან ტარიფს ევროპულ საქონელზე.
ევროკავშირის საპასუხო ზომების განახლებული მეორე პაკეტი მოიცავს 72 მილიარდი ევროს (84 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების პროდუქციის ჩამონათვალს, მათ შორის:
თვითმფრინავები (კერძოდ Boeing) – თითქმის 11 მილიარდი ევრო;
სამრეწველო აღჭურვილობა – 9.4 მილიარდი ევრო;
მსუბუქი ავტომობილები – 8 მილიარდი ევრო;
ხილი და ბოსტნეული – 2 მილიარდი ევრო;
ალკოჰოლური სასმელები (კერძოდ ბურბონი) – 1.2 მილიარდი ევრო.
