BNP Paribas 1.084 მილიარდი ევროს აქციებს გამოისყიდის

BNP Paribas 1.084 მილიარდი ევროს აქციებს გამოისყიდის
ფრანგულმა ბანკმა BNP Paribas SA-მ გამოაცხადა საკუთარი აქციების 1.084 მილიარდი ევროს ოდენობის უკან გამოსყიდვის პროგრამის შესახებ.
ბანკმა განაცხადა, რომ მან შესაბამისი ნებართვა ევროპის ცენტრალური ბანკისგან მიიღო.
აქციების გამოსყიდვის პროგრამა ორშაბათს დაიწყება და 20 ივნისს დასრულდება.
BNP Paribas-ის აქციები წლის დასაწყისიდან 26%-ით გაიზარდა, ბანკის კაპიტალიზაცია 89.68 მილიარდ ევროს შეადგენს.