BMW M Experience 2025 – მორიგი თავგადასავალი GT Motors-ისგან

20-21 სექტემბერს, ჯი-თი მოტორსის ორგანიზებით რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართა საერთაშორისო ღონისძიება სახელწოდებით BMW M Experience 2025, სადაც მომხმარებლებსა და ავტომოყვარულებს საშუალება ჰქონდათ სარბოლო ტრასაზე გამოეცადათ სრულიად ახალი, BMW M5 სედანი და BMW M5 Touring.
ჯი-თი მოტორსის სპეციალური მოწვევით, BMW M Experience 2025-ის ფარგლებში საქართველოში ჩამოვიდა ბრიტანელი ჟურნალისტი კრის ჰარისი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ავტო-მიმომხილველად ითვლება. ამ მოვლენის მონაწილეებს საშუალება ჰქონდა პირადად გაეცნო კრის ჰარისი და მასთან ერთად გამოეცადა და შეეფასებინა BMW M5-ის უახლესი მოდელების შესაძლებლობები. აღსანიშნავია, რომ კრის ჰარისი ცნობილია თავისი კრიტიკული, მაგრამ ობიექტური დამოკიდებულებით, რაც მას წლების განმავლობაში უნარჩუნებს ავტო-სამყაროში ყველაზე ავტორიტეტული ხმის პოზიციას.
ასევე, უახლესი მოდელების მართვის გამოცდილების მისაღებად, BMW M Experience 2025-ის მონაწილეებს სარბოლო რუსთავის ავტოდრომზე დახვდათ BMW-სა და MINI-ს საკულტო მოდელები. ღონისძიება აღსანიშნავი იყო იმითაც, რომ პირველად საქართველოში, საზოგადოებას წარუდგინეს BMW Motorrad-ის უახლესი მოდელები. წლევანდელი ღონისძიების მთავარი პარტნიორი იყო. ს SOLO მომხმარებლებს ასევე ჰქონდათ საშუალება მიეღოთ ტრეკზე M5-ების მართვის გამოცდილება. BMW M Experience 2025-ის მხარდამჭერები იყვნენ „ალდაგი“ და Castrol Georgia.
“საქართველოში უკვე მეორედ ვატარებთ BMW M Experience და წელს კიდევ უფრო მაშტაბური ღონისძიება გამოვიდა. ყოველთვის ვცდილობთ, მომხმარებლებს ვაჩვენოთ ამ ბრენდის ავტომობილების მაქსიმალური შესაძლებლობები როგორც ქალაქში, ისე ტრეკზე. წელს გაცილებით მეტი სტუმარი გვყავდა BMW-სა და BMW Motorrad-ის გლობალური ოფისიდან, რაც ნათლად აჩვენებს რომ ეს ღონისძიება მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენთვის, არამედ გლობალურადაც მას დიდ მნიშნელობას ანიჭებენ.”- აცხადებს BMW-ს, MINI-სა და BMW Motorrad-ის გაყიდვების ხელმძღვანელი თამუნა დიასამიძე.
უკვე 3 წელზე მეტია, რაც GT Motors საქართველოში BMW-ს ოფიციალური წარმომადგენელია და ადგილობრივ ბაზარს სთავაზობს როგორც ბრენდის უახლეს მოდელებს, ასევე სრულფასოვან სერვისსა და უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მომსახურებას. ეს თანამშრომლობა არა მხოლოდ გაყიდვებს, არამედ BMW-ს კულტურისა და ცხოვრების სტილის განვითარებასაც მოიცავს ჩვენს ქვეყანაში, რაც გამოიხატება ღონისძიებებში, რომლებსაც BMW საქართველო ატარებს. ეს ავტოინდუსტრიის გლობალურ კონტექსტში საქართველოს პოზიციას კიდევ უფრო აძლიერებს და ასევე აღნიშნული საერთაშორისო ღონისძიებების ფორმატიდან გამომდინარე ზრდის ასევე ქვეყნის შესახებ ცნობადობას. ჯი-თი მოტორსის პროფესიონალიზმი და ინოვაციებზე ორიენტირებული მიდგომა უკვე საერთაშორისო დონეზეც არის აღიარებული – კომპანია 3 წლიანი თანამშრომლობის მანძილზე უკვე ორჯერ დაჯილდოვდა BMW Global President’s Award-ით, რაც ადასტურებს მის ლიდერულ პოზიციას BMW-ს პარტნიორთა ქსელში.
(R)