Bloomberg-ის და Forbes-ის შეფასებით, ყველაზე მდიდარი ქართველი მიხეილ ლომთაძეა.
კერძოდ, Bloomberg-ის შეფასებით, მისი ქონება 5.1 მლრდ აშშ დოლარია. Forbes-ის მონაცემებით კი, ლომთაძის ქონება 5.8 მილიარდია. ამგვარად, ორივე რეიტინგის მიხედვით, უმდიდრესი ქართველია.
ცნობისთვის, ქართველი მილიარდერების ქონება მხოლოდ ტერმინალზე ჩანს და არა საჯაროდ, ვინაიდან ამჟამად 500 უმდიდრეს ადამიანს შორის ბოლო ადგილზე მყოფის ქონება 6.3 მილიარდ დოლარს შეადგენს, შესაბამისად, საჯარო სიაში მოხვედრისთვის აუცილებელი ქონებაც სწორედ ამდენია.
მეორე ქართველი მილიარდერის და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონება Bloomberg-ზე 3.6 მილიარდი, Forbes-ზე კი 2.7 მილიარდია.




