Bloomberg – Credit Suisse-ის ფულის გათეთრების საქმეზე გამოძიება შეწყდა – ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

UBS Group AG-მა Credit Suisse-ისგან მემკვიდრეობით მიღებული ერთ-ერთ იურიდიულ დავასთან დაკავშირებით წარმატებას მიაღწია, – ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჟენევის მთავარმა ფინანსურმა პროკურორმა, ივ ბერტოსამ მხარეებს უთხრა, რომ მისმა გამოძიებამ ვერ იპოვა მტკიცებულება პატრის ლესკოდრონის ან მესამე მხარის მიერ ფირმაში „ფულის გათეთრების“ შესახებ.
გამოცემა წერს, რომ ეს საუკეთესო შედეგია UBS Group AG-სთვის, რომელსაც მრავალი იურიდიული თავის ტკივილი და კლიენტების აქტივების მილიარდობით შვეიცარიული ფრანკი დააწვა მხრებზე, როდესაც შარშან თავისი კონკურენტი შეიძინა. 2018 წელს თაღლითობისა და გაყალბებისთვის ნასამართლევი ლესკაუდრონის არასათანადო ქმედებამ ბერმუდიდან სინგაპურამდე მთელი რიგი სასამართლო დანაკარგი გამოიწვია, რამაც გაერთიანებულ ბანკს ასობით მილიონი შვეიცარული ფრანკის ზარალი მიაყენა.
Bloomberg-ის ინფორმციით, ივანიშვილის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მაგნატი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი საქმის დახურვის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მისი თქმით, ივ ბერტოსა ირწმუნება, რომ ეს დანაშაულები მხოლოდ იმ დანაშაულების კონტექსტში უნდა განიხილებოდეს, რისთვისაც ლესკადრონი იყო ნასამართლევი და არა ფულის გათეთრების ობიექტივიდან.
„ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამ მსჯელობას, რომელიც უგულვებელყოფს მტკიცებულებებს, რომლებიც კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის მხრიდან თაღლითობის შედეგად მიღებული შემოსავლების დამალვისა და გათეთრების მზადყოფნას აჩვენებს,“ – აცხადებს ივანიშვილის წარმომადგენელი.
Bloomberg-ი წერს, რომ ლესკადრონმა გააყალბა ხელმოწერები და კლიენტების ანგარიშების ამონაწერებიც კი, რათა უკანონოდ გადაერიცხა მილიონები მისი უმსხვილესი კლიენტის, ქართველი მილიარდერის ს ანგარიშებიდან, რითაც ცდილობდა, სხვა კლიენტების პორტფელებში მზარდი ზარალი დაეკომპენსირებინა. ლესკაუდრონის ქმედება თითქმის ათი წლის განმავლობაში შეუმჩნეველი რჩებოდა, სანამ მან თავად არ აღიარა 2015 წელს. ლესკაუდრონმა მოგვიანებით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook-GEO – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” მიღების გამო ჩვენ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება – შეგვეჩერებინა ფუნქციონირება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას