Bloomberg: 2025 წელს ში ს დარტყმებს ემსხვერპლა 2400 მშვიდობიანი მოქალაქე – 2024-ზე 30%-ით მეტი

2025 წელს ს დარტყმების შედეგად დაახლოებით 2400 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 12000 დაშავდა, რაც წინა წელთან შედარებით 30%-ით მეტია, იუწყება Bloomberg ევროპის მთავრობების ანგარიშზე დაყრდნობით.
სააგენტოს ცნობით, -სა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის მარტში გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, როდესაც ისინი შეთანხმდნენ, დაეწყოთ სამშვიდობო მოლაპარაკებები, 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მაისში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა უკანასკნელი სამი წლის მანძილზე, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ომის მთელი მსვლელობის განმავლობაში 40 ყველაზე მასშტაბური საჰაერო დარტყმა განახორციელეს.
Bloomberg-ის ცნობით, წლის მეორე ნახევარში რუსეთმა ში ყოველთვიურად საშუალოდ 5300 დრონი გაუშვა. ეს ხუთჯერ მეტია 2024 წლის საშუალო მაჩვენებელზე.
ანგარიშის თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან მშვიდობიან მოსახლეობაში სიკვდილის შემთხვევებმა დაახლოებით 15000-ს მიაღწია, ხოლო დაჭრილების რაოდენობამ 40000-ს გადააჭარბა. დაღუპულთა შორის 758 ბავშვია.
გამოცემის ევროპული წყაროების თანახმად, ეს მონაცემები მიუთითებს, რომ პუტინი ცდილობს, მოლაპარაკებებში ბერკეტები მოიპოვოს იმის ჩვენებით, რომ მზად არის უფრო დიდი ძალადობისთვის.
კრემლმა არ უპასუხა Bloomberg-ის თხოვნას კომენტარის თაობაზე.
ადრე უკრაინაში გაეროს სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა, რომ 2025 წელს ქვეყანაში მინიმუმ 2514 ადამიანი დაიღუპა და 12142 დაშავდა. ეს 2024 წლის მაჩვენებელზე 31%-ით და 2023 წლისაზე 70%-ით მეტია.